Friday, June 8, 2012
ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენებით შემიძლია:დავგეგმო, მოვამზადო, განვახორციელო, შევაფასო და საზოგადოებას წარვუდგინო სასკოლო პროექტი. ჩემს მიერ დაგეგმილი , პროექტის სახელწოდებაა”გერგეტის სამება, როგორც ხუროთმოძღვრების ნიმუში”. პროექტის ზოგადი მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ უფრო მეტი და შეძლონ საუბარი გერგეტისწმინდა სამებაზე.
ეს ზოგადი მიზანი უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარმოდგენილ მიზნებს. პროექტი ინტეგრირებული იქნება შემდეგ საგნებთან: ისტორია (გაიგებენ მონასტრის ისტორიას), გეორგაფია (გაიგებენ მდებარეობას), ინფორმატიკა (შექმნიან ბლოგებს).
1.პროექტის სახელი:”გერგეტის სამება, როგორც ხუროთმოძღვრების ნიმუში”.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები შეადგენენ მარშრუტს თუ როგორ წავიდნენ გერგეტის სამებაში .
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები წავლენ მათ მიერ არჩეულ ადგილას . გამოიკვლევენ მის ისტორიულ- გეოგრაფიულ მდებარეობას. გაარკვევენ თუ რომელ საუკუნეში აიგო ეს ტაძარი,ვინ ააგო.გაეცნობიან ბერების ცხოვრებას. ასახავენ ფოტოზე, გაესაუბრებიან იქ მაცხოვრებლებს და გაიგებენ რაიმე ლეგენდებს, თქმულებებს და საერთოდ ყველაფერს რაც კი მასალა არსებობს ამ წმინდა ადგილთან დაკავშირებით .
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-16 --VII-XII
5. .ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
6..პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:შესაძლებელია დამხმარე ლიტერატურის მოძიება, ინტერნეტის საშუალებით
მასალების მოძიება.შემდგომ ამ მასალების ანალიზი, პრეზენტაცია .
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პირველ რიგში მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. გაეცნობიან ჩვენი წმინდა ადგილების ისტორიას და უფრო სათანადოდ დააფასებენ, გაუფრთხილდებიან. მათ გამოუმუშავდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი. ისწავლიან ერთმანეთის სიყვარულს,
პატივისცემას და კომუნიკაბელურობას. ასევე გამოუმუშავდებათ მასალის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები მიაწვდიან სხვებს საინტერესო მასალებს გერგეტის სამების შესახებ.აგრეთვე თვითონაც გამოუმუშავდებათ
საკუთარი ისტორიული ძეგლების სიყვარული და გაუფრთხილდებიან მათ.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი მონასტრების ისტორიის შესახებ.
.ლიტერატურა-მოსწავლეები მოიძიებენ თქმულებებს, ლეგენდებს,შექმნიან ესეებს, ჩანახატებს.
11..პროექრის ფასილიტატორის სახელი და გვარი : სალომე ზირაქაძე
12.პროექტის ფასილიტატორისელ.ფოსტა:s.zirakadze@gmial.com
ბავშვებს უკვე საკმაო ინფორმაცია ექნებათ პროექტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, მოვაწყობთ ესკურსიას გერგეტის სამებაზე. მიღებული ცოდნით
მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი იქნებიან ექსკურსიაზე და ყურადღებით
მოინახულებენ ტაძარს, გადაიღებენ ფოტოებს. ექსკურსიის დამთავრების
შემდეგ, გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს და მოპოვებული მასალით (ფოტოები, ცნობები ტაძრის შესახებ), შექმნიან ბლოგს და გააკეთებენ
პრეზენტაციას, სადაც მოწვეულნი იქნებიან მასწავლებლები, სხვა კლასის
მოსწავლეები და ა.შ.
Subscribe to:
Posts (Atom)