შეხედულებები

რა ვისწავლე ამ საგანში საგანი "ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაყებით კლასებში" დამეხმარა ჩემი მეორადი პროფესიის უნარ-ჩვევების დახვეწაში.კურსის განმავლობაში ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პროცესში,რათა სწავლება დღეს 21-ე საუკუნეში უფრო წარმატებული ,ხალისიანი,შედეგიანი და თანამედროვე გავხადო.ამისათვის კი საჭიროა მასწავლებელი ფლობდეს იმ ინსტრუმენტებს (ცოდნისა და უნარ-ჩვევების)თვალსაზრისით,რაც სწავლება\სწავლის წარმატებით დაგვირგვინებას უწყობს ხელს. განათლების სისტემაში ერთ-ერთი ახალი მეთოდია "პროექტებით სწავლება",რომელიც მოითხოვს დაგეგმვას,მომზადებას , განხორციელებას და შედეგების ანალიზს .კურსის გავლამდე ზოგადი წარმოდგენა მქონდა თუ რა იყო სასწავლო პროექტი,მაგრამ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი მრჩებოდა და ვერ წარმომედგინა თუ რა,როგორ უნდა დამეგეგმა და მომემზადებინა სასწავლო პროექტისწორად წარმართვისთვის .კურსის გავლის შემდეგ კი შევძელი ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა.ასევე კურსის განმავლობაში ვისწავლეთ ბლოგების შექმნა,ელექტრონული ფოსტის გაკეთება.დავრეგისტრირდით საერთაშორისო პროექტების ქსელში IEARN-ში,რომლითაც შემიძლია დავათვალიერო სხვადასხვა ქვეყნის პროექტები,სურვილის მიხედვით ავირჩიო და წარვუდგინო მოსწავლეებს განსახორციელებლად,ფოტო რესურსები და მათი განთავსება ინტერნეტში.

No comments:

Post a Comment