თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია, ზრუნავდე განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) ხელმისაწვდომობა.
სკოლაში ან ოჯახში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემატური შეკითხვა იჩენს თავს: `როგორ ავამოქმედოთ ეს საშუალებები?~, `როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?~
iEARN (International Educational and Resourse Network - საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით იგი მოქმედებს 1988 წლიდან.
iEARN International ესპანეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა საერთასორისო ოფისის განთავსებულია: Callus, Spain.
ქსელში გაერთიანებულია 130-ზე მეტი ქვეყნის 30.000-მდე სკოლა, 2.000.000-მდე მოსწავლე. პროგრამა თანაბრად სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას.
რა ფორმით მუშაობს iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი ?
- სადისკუსიო ფორუმები
- პროექტები (ონ-ლაინ)
- ვორქშოფები, სემინარები
- შეხვედრები, ბანაკები
- ყოველწლიური კონფერენციები
- სხვა რეალური და ონ-ლაინ ღონისძიებები
iEARN პროგრამის ფარგლებში მუშაობის ძირითადი ფორმებია ონ-ლაინ/ინტერნეტ პროექტები http://media.iearn.org/projects და ფორმულები http://foro.iearn.org.
ქსელში გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება აქვთ, არა მარტო დაუმეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს, არამედ გაუზიარონ მათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება საერთაშორისო ღონისძიებები (ბანაკები, ფორუმები, სამიტები, სემინარები, კონფერენციები) მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
iEARN პროექტების სრული სია http://media.iearn.org/projects
www.lemill.net
ეს არის საიტი სადაც შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო მასალები, სხვადასხვა მეთოდები, გაკვეთილის გეგმები, პრეზენტაციები მრავალ ენაზე, რეგისტრაციის გარეშე.
ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ნამუშევრები სხვას, ამისთვის საჭიროა არის რეგისტრაცია.რეგისტრაცია lemill.net- ზე
Lemill - საგაკვეთილო მასალის განთავსება Web page-ზე
www.blogger.com
Blogger შექმნა 1999 წლის 23 აგვისტოს პირა ლებსმა, რომელიც 2003 წელს იყიდა Google-მა.
სერვისზე ბლოგების რაოდენობა შეზღუდული არაა. თითოეული გვერდის ზომის ლიმიტი 1MB-ს შეადგენს. სურათის მაქსიმალური ზომა 250 KB-ია. გუნდის წევრების (რომლებიც წერენ სტატიებს) მაქსიმალური რაოდენობა 100 მომხმარებელია.წყარო
ბლოგი შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატიების დასაწერად, ინფორმაციის გასავრცელებლად, მასალის შესანახადაც, ასევე ეფექტურია ელექტრონული პორტფოლიოს წარმოებისთვის.
რეგისტრაცია blogspot.com-ზე უფასო არის.
ბლოგზე მუშაობა.
ბლოგზე ახალი ჩანაწერის განთავსება და უკვე არსებული ჩანაწერის რედაქტირება
Movie Maker
ეს პროგრამა გვაძლევს საშუალებას სურათების და მუსიკის მეშვეობით გავაკეთოთ კლიპი, დავამონტაჟოთ ვიდეო, დავჭრათ და გავაერთიანოთ სხვადასხვა ფილმები. ეს პროგრმა იმით გამოირჩევა, რომ ადვილი არის გამოყენებაში. Movie Maker–ის.
Movie Maker–ის გამოყენება
www.picasaweb.com
ამ საიტის მეშვეობით შესაძლებელია ვებ–ალბომის შექმნა, გავუზიაროთ ჩვენი სურათები სხვებს, ასევე აქვს კარგი სურათების რედაქტორი. თქვენი ალბომის ატვირთვა შეგიძლიათ ასევე ბლოგზე. დარეგისტრირება ადვილია და უფასო.
No comments:
Post a Comment