თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია, ზრუნავდე განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) ხელმისაწვდომობა.
სკოლაში ან ოჯახში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემატური შეკითხვა იჩენს თავს: `როგორ ავამოქმედოთ ეს საშუალებები?~, `როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?~
iEARN (International Educational and Resourse Network - საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით იგი მოქმედებს 1988 წლიდან.
iEARN International ესპანეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა საერთასორისო ოფისის განთავსებულია: Callus, Spain.
ქსელში გაერთიანებულია 130-ზე მეტი ქვეყნის 30.000-მდე სკოლა, 2.000.000-მდე მოსწავლე. პროგრამა თანაბრად სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას.
რა ფორმით მუშაობს iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი ?
- სადისკუსიო ფორუმები
- პროექტები (ონ-ლაინ)
- ვორქშოფები, სემინარები
- შეხვედრები, ბანაკები
- ყოველწლიური კონფერენციები
- სხვა რეალური და ონ-ლაინ ღონისძიებები
iEARN პროგრამის ფარგლებში მუშაობის ძირითადი ფორმებია ონ-ლაინ/ინტერნეტ პროექტები http://media.iearn.org/projects და ფორმულები http://foro.iearn.org.
ქსელში გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება აქვთ, არა მარტო დაუმეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს, არამედ გაუზიარონ მათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება საერთაშორისო ღონისძიებები (ბანაკები, ფორუმები, სამიტები, სემინარები, კონფერენციები) მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
iEARN პროექტების სრული სია http://media.iearn.org/projects
www.lemill.net
ეს არის საიტი სადაც შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო მასალები, სხვადასხვა მეთოდები, გაკვეთილის გეგმები, პრეზენტაციები მრავალ ენაზე, რეგისტრაციის გარეშე.
ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ნამუშევრები სხვას, ამისთვის საჭიროა არის რეგისტრაცია.რეგისტრაცია lemill.net- ზე
Lemill - საგაკვეთილო მასალის განთავსება Web page-ზე
www.blogger.com
Blogger შექმნა 1999 წლის 23 აგვისტოს პირა ლებსმა, რომელიც 2003 წელს იყიდა Google-მა.
სერვისზე ბლოგების რაოდენობა შეზღუდული არაა. თითოეული გვერდის ზომის ლიმიტი 1MB-ს შეადგენს. სურათის მაქსიმალური ზომა 250 KB-ია. გუნდის წევრების (რომლებიც წერენ სტატიებს) მაქსიმალური რაოდენობა 100 მომხმარებელია.წყარო
ბლოგი შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატიების დასაწერად, ინფორმაციის გასავრცელებლად, მასალის შესანახადაც, ასევე ეფექტურია ელექტრონული პორტფოლიოს წარმოებისთვის.
რეგისტრაცია blogspot.com-ზე უფასო არის.
ბლოგზე მუშაობა.
ბლოგზე ახალი ჩანაწერის განთავსება და უკვე არსებული ჩანაწერის რედაქტირება
Movie Maker
ეს პროგრამა გვაძლევს საშუალებას სურათების და მუსიკის მეშვეობით გავაკეთოთ კლიპი, დავამონტაჟოთ ვიდეო, დავჭრათ და გავაერთიანოთ სხვადასხვა ფილმები. ეს პროგრმა იმით გამოირჩევა, რომ ადვილი არის გამოყენებაში. Movie Maker–ის.
Movie Maker–ის გამოყენება
www.picasaweb.com
ამ საიტის მეშვეობით შესაძლებელია ვებ–ალბომის შექმნა, გავუზიაროთ ჩვენი სურათები სხვებს, ასევე აქვს კარგი სურათების რედაქტორი. თქვენი ალბომის ატვირთვა შეგიძლიათ ასევე ბლოგზე. დარეგისტრირება ადვილია და უფასო.
Sunday, June 24, 2012
Friday, June 8, 2012
ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენებით შემიძლია:დავგეგმო, მოვამზადო, განვახორციელო, შევაფასო და საზოგადოებას წარვუდგინო სასკოლო პროექტი. ჩემს მიერ დაგეგმილი , პროექტის სახელწოდებაა”გერგეტის სამება, როგორც ხუროთმოძღვრების ნიმუში”. პროექტის ზოგადი მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ უფრო მეტი და შეძლონ საუბარი გერგეტისწმინდა სამებაზე.
ეს ზოგადი მიზანი უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარმოდგენილ მიზნებს. პროექტი ინტეგრირებული იქნება შემდეგ საგნებთან: ისტორია (გაიგებენ მონასტრის ისტორიას), გეორგაფია (გაიგებენ მდებარეობას), ინფორმატიკა (შექმნიან ბლოგებს).
1.პროექტის სახელი:”გერგეტის სამება, როგორც ხუროთმოძღვრების ნიმუში”.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები შეადგენენ მარშრუტს თუ როგორ წავიდნენ გერგეტის სამებაში .
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები წავლენ მათ მიერ არჩეულ ადგილას . გამოიკვლევენ მის ისტორიულ- გეოგრაფიულ მდებარეობას. გაარკვევენ თუ რომელ საუკუნეში აიგო ეს ტაძარი,ვინ ააგო.გაეცნობიან ბერების ცხოვრებას. ასახავენ ფოტოზე, გაესაუბრებიან იქ მაცხოვრებლებს და გაიგებენ რაიმე ლეგენდებს, თქმულებებს და საერთოდ ყველაფერს რაც კი მასალა არსებობს ამ წმინდა ადგილთან დაკავშირებით .
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-16 --VII-XII
5. .ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
6..პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:შესაძლებელია დამხმარე ლიტერატურის მოძიება, ინტერნეტის საშუალებით
მასალების მოძიება.შემდგომ ამ მასალების ანალიზი, პრეზენტაცია .
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პირველ რიგში მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. გაეცნობიან ჩვენი წმინდა ადგილების ისტორიას და უფრო სათანადოდ დააფასებენ, გაუფრთხილდებიან. მათ გამოუმუშავდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი. ისწავლიან ერთმანეთის სიყვარულს,
პატივისცემას და კომუნიკაბელურობას. ასევე გამოუმუშავდებათ მასალის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები მიაწვდიან სხვებს საინტერესო მასალებს გერგეტის სამების შესახებ.აგრეთვე თვითონაც გამოუმუშავდებათ
საკუთარი ისტორიული ძეგლების სიყვარული და გაუფრთხილდებიან მათ.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი მონასტრების ისტორიის შესახებ.
.ლიტერატურა-მოსწავლეები მოიძიებენ თქმულებებს, ლეგენდებს,შექმნიან ესეებს, ჩანახატებს.
11..პროექრის ფასილიტატორის სახელი და გვარი : სალომე ზირაქაძე
12.პროექტის ფასილიტატორისელ.ფოსტა:s.zirakadze@gmial.com
ბავშვებს უკვე საკმაო ინფორმაცია ექნებათ პროექტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, მოვაწყობთ ესკურსიას გერგეტის სამებაზე. მიღებული ცოდნით
მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი იქნებიან ექსკურსიაზე და ყურადღებით
მოინახულებენ ტაძარს, გადაიღებენ ფოტოებს. ექსკურსიის დამთავრების
შემდეგ, გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს და მოპოვებული მასალით (ფოტოები, ცნობები ტაძრის შესახებ), შექმნიან ბლოგს და გააკეთებენ
პრეზენტაციას, სადაც მოწვეულნი იქნებიან მასწავლებლები, სხვა კლასის
მოსწავლეები და ა.შ.
Monday, April 23, 2012
თემები
პედაგოგის თვითგანვითარება ICT-ის გამოყენებით და მის გარეშე
21–ე საუკუნის თუნდაც დასაწყისში თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულების მოღვაწეობა საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
• სასწავლო პროცესის მართვის სისტემები
• ინტერაქტიური სასწავლო მასალები
• საგანმანათლებლო პორტალები
ეს ის პროდუქტებია რომელთა შემუშავება -დანერგავას დიდი წარმატება მოაქვს სასწავლო პროცესის საინტერსოდ და მრავლფეროვნად წარმართვაში.
დღეისათვის საქართველოს სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლების და მასწავლებლების აქტიურობასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალაინ მნიშვნელოვანია მოსწავლის უანრების ჩამოყალიბებაში.მისი გამოყენებით მოსწვლეებს უფრო და უფრო უვითარდებათ სხარტი აზროვნება, ვიზუალური აღქმა უფრო მრავლფეროვანია.თუმცა ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი მასწავლებლის მხრიდან , მას გააზრებული უნდა ქონდეს ,ის ფაქტი ,რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები უნდა იყოს დამხამრე საშვალება და არა ზედმეტი ტვირთი.მასწავლებელს ICT ის გამოყენება გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაში შეუძლია , მომზადება იქნება ეს დაგეგმვა თუ ჩატარება .
ICT არა მარტო მოსწავლისთვის არამედ მასწავლებლისთვისაც ძალაინ ხელსაყრელია, ვფიქრობ მის გამოყენებით მასწავლებლის თვითგანვითარების კოეფიციენტი უფრო მაღალია და უწყევტ რეჟიმში მიმდინარეობს . დღესდღეობით არსებობს უამრავი ვებ გვერდი (lemil.net , iEARN.org,) ფორუმები, სადისკუსიო კლუბები , ბლოგები სადაც მათ შეუძლიათ ესაუბრონ და ინფორმაცია გაცვალონ ქართველ და არა მარტო ქართველ კოლეგებთან . რაც ჩემი აზრით , ძალიან მნიშვნელოვანია ,არამარტო იმის გასუმჯებესებლად თუ როგორ ასწავლონ არამედ პროფესიული წინსვლებისთვის . ზემოთ აღნიშნულ ვებ გვერდებზე მარტივი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სხვადასხვა აქტივობებში მონაწილების მიღება . ძალაინ ეფექტურია, როდესაც სახლიდან გაუსვლელად ესაუბრები და გამოცდილებას უზიარებ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს .
ბოლოს მინდა ვთქვა , რომ ICT ის მიზანმიმართული გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანია სწავლა-სწავლების პროქცესისითვის . გასულ საუკუნეშიც რომ ყოფილიყო დანერგილი ეს სიახლე ჩემი აზრით , გაკვეთილის პროცესი მეტად აქტიური იქნებოდა , თან საინტერესო და მრავლფეროვანი .ეს არის საშვალება რომლის ადეკვატური გამოყენბა არის საუკეთესო გზა , მოსწავლის სრულ ინტეგრაციაში ,გაკვეთილის პროცესში .
Subscribe to:
Posts (Atom)